ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 16 ბაღში სამზარეულოებს რეაბილიტაცია უტარდევა, მერიის ცნობით, სამზარეულოების მოსაწესრიგებლად მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 69 478 ლარი გამოიყო.
როგორც მერიაში აღნიშნავენ, პროექტის მიხედვით თექვსმეტივე საბავშვო ბაგა-ბაღში მოეწყობა ახალი სათავსოები, შეიცვლება მოძველებული კარ-ფანჯარა, დამონტაჟდება მწერებისაგან დამცავი ბადეები, გამწოვი და გამათბობელი. ასევე, განახლდება ჭერი, კედლები და იატაკი კი მოპირკეთდება კერამიკული ფილებით. ამასთან, შეიცვლება საკანალიზაციო სისტემა.
საბავშვო ბაღებში სამუშაოები ნოემბრის ბოლოსათვის დასრულდება.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი ადგილზე გაეცნო.