ბორჯომში ხუთ ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

713
ბორჯომის ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა. გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, სამუშაოები 5 ქუჩაზე განხორციელდა.
“პროექტის ფარგლებში ობიექტებზე მოეწყო რკინა-ბეტონის არხები, ჭები და ცხაურები. სამუშაოები განხორციელდა რუსთაველის №119-ში, ერეკლეს, კოსტავასა და ქეთევან წამებულის ქუჩებზე. რობაქიძის ქუჩაზე, სადაც სანიაღვრეები არასოდეს ყოფილა სრულიად ახალი ქსელი მოეწყო”, – განმარტა გამგებელმა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ 27 970 ლარით დაფინანსდა.
წყარო: ეთანიუსი