სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს ახალი მოადგილე ჰყავს

757

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა პირველი მოადგილე დანიშნა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ შალვა ბერძენიშვილი დაინიშნა. იგი პირველ ოქტომბრამდე საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის მოძრავი ქონების აღრიცხვა-აღწერის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. აღნიშნულ პოზიციაზე ბერძენიშვილი 2018 წლის თებერვლიდან მუშაობდა. იგი რეგიონში მუშაობას უკვე შეუდგა. გუბერნატორის მეორე მოადგილე გიორგი მიქელაძეა.