მწვანე ტბა-დიდაჭარის იალის მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა (ვიდეო)

1320

მწვანე ტბა-დიდაჭარის იალის მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

სამუშაოების ფარგლებში აშენდა ახალი ხიდი, დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო ლითონის დამცავი ზღუდარები, ბეტონის საყრდენი კედელი და დამცავი გაბიონი.

ინფრასტრუქტურული პროექტისთვის 2  549 987 ლარი დაიხარჯა.