მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. 150 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის შენობა ორსართულიანია, რომლის გარე და შიდა ინფრასტრუქტურა თამანედროვე სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი და ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
მერიის ცნობით, გარდა შენობისა, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზოც. ბაღის ტერიტორია შემოიღობა ლითონის მესერით, კერამიკული ფილით მოპირკეთდა შენობამდე მისასვლელი ბილიკები, მოეწყო გამწვანების ზოლი და დამონტაჟდა გარეგანათებები.
“სოფელ სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ამ დრომდე არარსებობდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, გამომდინარე აქედან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული პროექტის განხორციელება, ვინაიდან სკოლამდელი განათლება სადახლოს მცხოვრები ყველა ოჯახისთვის დღეიდან ხელმისწავდომი გახდა”, – აცხადებენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში.