ახაშსნის, ჩუმლაყისა და ვეჯინის შემდეგ გზის მშენებლობა კარდენახშიც შეჩერდა (ვიდეო)

786

წინა სტატია

სექტემბრის ბოლოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სანიაღვრე არხებით მოწყობილი შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია უნდა დასრულებულიყო. 1 კვირაა სოფლებში სამუშაოები შეჩერდა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიებიდანაც აღარაფერი ისმის. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი ერთ-ერთ კომპანია, “ბილდინგ დეველოპმენდ გრუპს“ 40 ათასი ლარი წინასწარ ჩაურიცხა. მოსახლეობას ყოველდღე საჯარო სკოლამდე და სხვა მნიშვნელოვან ობიექტამდე გადაადგილება მტვერსა და ტალახში უწევს. გაგრძელდება თუ არა სამუშაოები? ვის ეკისრება პასუხისმგებლობა და რას აცხადებენ გურჯაანის მერიაში?