ყაზბეგის სოფელ სნოში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

667

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში შიდა გზებს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება.

მერიის ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები, რომლიც მოიცავს: ამორტიზირებული ქვაფენილის დემონტაჟს; გზის ნიშნულის დაწევას (არსებული შენობა-ნაგებობების წყლის ზემოქმედებისგან დაცვა); მოსამზადებელი სამუშაოების წარმოებას (გრუნტის გზის მოსწორება და ინერტული მასალის შეტანა) შემდგომში საფარის მოსაწყობად.

როგორც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილია- 497 906 ლარი