სამგორის რაიონში კალაუბნის N33-ისა და ვარკეთილის ზემო პლატოს N3 კორპუსის მიმდებარედ წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ასევე, ვარკეთილის მესამე მასივში ხომლელის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა – N5ა და N5ბ-ს მიმდებარედ ასფალტის საფარი დაიგო.
გახოკიძის N10-ში კი კორპუსის შიდა ეზო და მისასვლელი მოწესრიგდა. ასევე, გზასთან ერთად, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი.
გამგეობის ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია ვარკეთილის ზემო პლატოს N40 კორპუსის მიმდებარედ, სადაც 940 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, მოწესრიგდა ბორდიური და ტროტუარი.
პროექტის შესასრულებლად სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 32 436 ლარი გამოიყო.
როგორც სამგორის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები.