ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე გზა ნაწილობრივაა მოასფალტებული

845

ბათუმში, ადლიის დასახლებაში, დაახლოებით, 3 წლის წინ, ქუჩები ისე მოაასფალტეს,რომ რამდენიმე მოსახლესთან მისასველ გზაზე, გზის საფარი არ დააგეს. მათ შორისაა გრ. გურიელის ქუჩა. მაშინ მოსახლეობას მიზეზად მცირე ბიუჯეტი დაუსახელეს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

ამავე დასახლებაში მიმდინარე წელს გზა კიდევ რამდენიმე ქუჩაზე დაიგო, ისიც არასრულად. ადლიის ქუჩის N66-სა და მის მიმდებარედ მცხოვრებმა რამდენიმე მოსახლემ შესაბამის უწყებებს მიმართა, თუმცა უშედედგოდ.

გასული წლის აგვისტოს თვეში ასფალტი დიდგორის ქუჩაზეც დააგეს, თუმცა აქაც არასრულად. ქუჩის 31-დან 35 ნომრამდე მდებარე მონაკვეთი დღემდე ასფალტის საფარის გარეშეა.

ბათუმის მერიაში ირწმუნებიან, რომ დიდგორის ქუჩა სრულად ოქტომბერში მოასფალტდება, ადლიის დასახლებაში დარჩენილი გზის მონაკვეთების დაგება კი, 2019 წელს დასრულდება.