ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში კორპუსის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

808

სამგორის რაიონში, ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში, N34 კორპუსის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გამგეობის ცნობით, აღნიშნული კორპუსის ქანობიან სახურავს რეაბილიტაცია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდა. 3 200 კვ.მ ფართობის სახურავთან ერთად, შეიცვალა წყალსაწრეტი მილებიც. პროექტისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 47 736 ლარი გამოიყო.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, ვინაიდან N34 საცხოვრებელ კორპუსში იძულებით გადაადგილებული ოჯახები ცხოვრობენ სამუშაოების განსახორციელებლად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დაეხმარა.