თეთრწყაროში გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

768

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

მერიის ცნობით, სახალხო დამცველის გენდერის რეგიონულმა წარმომადგენელმა მარიამ გვიდიანმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს  გენდერული თანასწორობის მიღწევის საკითხებში სახალხო დამცველის მანდატისა და მუნიციპალიტეტის როლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, აგრეთვე განიხილა სექსუალური შევიწროების და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხები.

ამასთან, შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, შეხვედრას მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.