ვანის სოფელ სულორში, სახნავას საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

849

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში, სახნავას საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულებულია. მერიის ცნობით, გზის 500 მეტრიან მონაკვეთზე დაიგო ბეტონის საფარი და მოეწყო კიუეტები. მათივე ინფორმაციით, ამჟამად მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობა მიმდინარეობს.

როგორც ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სულორის ადმინისტრაციულ ერთეულში აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 115 554 ლარი გამოიყო.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ფირმა იმედი” ახორციელებს.