ქალაქ გურჯაანში, ბელიაშვილის ქუჩისა და ბელიაშვილის ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ამ ეტაპზე, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს “წალენჯიხის საგზაო სამმართველო”, მიწის ვაკისის მოსწორების სამუშაოებს ახორციელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 156 275 ლარს შეადგენს და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება.