მუხიანში 4 მისამართზე კიბეები და პანდუსები რეაბილიტირდა

842
მუხიანში, ოთხ მისამართზე – მესამე მიკრორაიონის N18 და მე-2 მიკრორაიონის N5–N8–N11 კორპუსების მიმდებარედ, გლდანის რაიონის გამგეობამ საერთო სარგებლობის კიბეებსა და პანდუსებს მოწყობა-რეაბილიტაცია ჩაუტარა.

გამგეობის ცნობით, სამუშაოები მათი დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 154 247 ლარი გამოიყო.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად გაეცნო.