ჩუღურეთის რაიონში, აგარის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
გემგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 500 კვადრატული მეტრის ფართობზე რიყის ქვის დემონტაჟი განხორციელდა და ამ ეტაპზე, ბაზალტის ქვაფენილი ეწყობა.
გამგეობის დაკვეთით, საგზაო სამუშაოებს კომპანია „გლობალ ჰაუსი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 65 000 ლარია.
“გზების მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა. ვცდილობთ, ყველა ქუჩა და ჩიხი მოვიცვათ, მათ შორის, ისეთი ადგილები, სადაც ათწლეულების განმავლობაში საგზაო სამუშაოები არ ჩატარებულა. აგარის ქუჩის მოსახლეობა ოქტომბრის დასაწყისში კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, – განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ.