ვაკის რაიონში ბილფელდის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1265

ვაკის რაიონში ბილფელდის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამგეობის ცნობით, ბილფელდის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გარფლებში, უკვე განახლდა ბორდიური, ახლა კი, გზის საფუძველი ეწყობა.

ასევე, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, აშენდა გრუნტის დამჭერი კედელი. პროექტის მეორე ეტაპზე კი ბილფელდის ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 3 000-მდე კვ.მ ფართობის გზა მოწესრიგდება.