გლდანის რაიონში მესამე მიკრორაიონის N8 კორპუსის მიმდებარედ სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.
გამგეობის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ბეტონის ახალი საფარი, შეიცვალა ლითონის მავთულ-ბადეები, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი და განთავსდა მოედნისთვის საჭირო სხვა ინვენტარი.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, გლდანის რაიონში მიმდინარე წელს ჯამში 30 სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, აღნიშნული სამუშაოები კიდევ ერთ მისამართზე მიმდინარეობს.
“ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მოედნების, როგორც მოწყობას, ასევე, არსებულის რეაბილიტაციას აქტიურად ვახორციელებთ. მოხარული ვართ, რომ ასეთ სივრცეებზე მოთხოვნა დიდია და ვცდილობთ, ბევრი გასართობი და სპორტული სივრცე შევქმნათ. ამასთანავე, მინდა მოსახლეობას ვთხოვო, რეაბილიტირებულ სპორტულ მოედნებს მოუფრთხდილდნენ “, – განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ.