ბათუმში კომახიძის ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება

638

ბათუმში კომახიძის ქუჩას სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება.

მერიის ცნობით, ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრიბოედოვისა და ლერმონტოვის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში მიმდინარეობს. მათი თქმით, სამუშაოების ფარგლებში: გამოიცვალა გრუნტი, მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი, დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო ბაზალტის ბორდიურები და ამჟამად მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 3 894 999, 99 ლარს შეადგენს.

კომახიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2019 წლის აპრილში დასრულდება.