ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისთვის 95 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

813

ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა შენდება. როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, მასშტაბურ სამუშაოებს აზიის განვითრების ბანკი აფინანსებს. ქალაქ ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის 95, ხოლო საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 84 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

მათივე ცნობით, ქალაქის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოების 80% უკვე დასრულებულია. უახლოს მომავალში კი გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

“ზუგდიდში ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ არსებობდა, რის გამოც ადგილობრივების დიდი ნაწილი ინდივიდუალური ჭებითა და საუბნო ჭაბურღილებით სარგებლობდა. პროექტის დასრულების შედეგად, 50 ათასზე მეტი ადგილობრივი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავა”, – აცხადებენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.