ჩუღურეთის რაიონს ორი ახალი სკვერი შეემატება

781

ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქ N28-სა და მარჯანიშვილის ქ. კორპუსი N3-ში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ორივე მისამართზე საბავშვო გასართობი მოედნები, სავალი ბილიკები დეკორატიული ფილებით, განათებები, სანაგვე ურნები და საპარკე სკამები მოეწყობა. სკვერის გარშემო კი, დეკორატიული ღობე გაკეთდება.

“ჩვენი მიზანია, რაიონში მაქსიმალურად ბევრი გამწვანებული ადგილი და მოსასვენებელი სივრცე გვქონდეს. თითოეულ პროექტში, ქალაქის გალამაზებასა და კეთილმოწყობაში მოქალაქეების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ხშირია ფაქტები, როდესაც ახლადგანახლებულ სკვერში დამტვრეული ინფრასტრუქტურა გვხვდება. ამიტომ მოსახლეობას მინდა ვთხოვო მაქსიმალური მხარდაჭერა, რომ ჩვენს რაიონს ერთად გავუფრთხილდეთ“, – განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ.

ამ ეტაპზე, ჩუღურეთის რაიონში ორი ახალი სკვერი უკვე მოეწყო. წლის ბოლომდე კი, კიდევ ორი დაემატება.