ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის ქუჩა N4-ში, ახალი სკვერი მოეწყო. გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 400 მ2 ტერიტორიაზე საბავშვო მოედანი, სასმელის წყლის შადრევანი და საჩრდილობელი მოეწყო. დამონტაჟდა განათებები, განთავსდა სანაგვე ურნები და საპარკე სკამები. სავალი ბილიკები მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით, სკვერის გარშემო კი, ლითონის ღობე მოეწყო.
“ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც თბილისში მსგავსი გარემო იქმნება. უზნაძის N4-ში, სადაც 200-მდე ოჯახი ცხოვრობს, ახალი პროექტით, სკვერის მშენებლობა განვახორციელეთ. ყოვლად გამოუყენებელ, თითქმის ნაგავსაყრელად ქცეულ ადგილზე, მოსახლეობასთან ერთად, სკვერის გახსნას ვზეიმობთ“, – განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ.
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კომპანია Our Group-მა შეასრულა. პროექტის ღირებულება 67 958 ლარს შეადგენს.