ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე, წყალარინების ქსელს რეაბილიტაცია უტარდება

942

ვაკის რაიონში, წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს, მათ შორის, ფალიაშვილის N72-ში, N47-ში, N49-სა და N51-ში.

გამგეობის ცნობით,  პროექტებს, ამხანაგობების განაცხადების საფუძველზე, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებენ.

აღნიშნული პროექტი “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე შეხვდა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.