დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ მერიის ახალი თანამშრომლები წარადგინა.
მერიის ცნობით, 10 ახალი კადრი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოცხადებული კონკურსის წესის მიხედვით, სექტემბრის თვის დასაწყისში შეარჩია.
დანიშნული თანამშრომლებიდან სამი სამსახურის და ერთი განყოფილების ხელმძღვანელია, ოთხი სპეციალისტი და ორი ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელია.
როგორც მერიაში აცხადებენ, ახალი თანამშრომლები საქმიანობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგნენ.