ვაკის რაიონში, რამდენიმე მისამართზე, გზას აწესრიგებენ. მათ შორის, გზის რეაბილიტაცია წყნეთში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზეც მიმდინარეობს. ტერიტორიაზე შპს „GWP-ის“ მიერ უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციაები. ამჟამად კი, ასფალტის ახალი საფარი იგება.
გამგეობის ცნობით, აღნიშნული პროექტის მიხედვით, დაახლოებით, 3000 კვ.მ ფართობის გზის საფარი დაიგება. ინფრასტრუქტურული პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 185 000 ლარით დაფინანსდა.
“მიმდინარე წელს, წყნეთში საგზაო ინფრასტრუქტურა 10 მისამართზე მოწესრიგდა, ხუთ მისამართზე კი, სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს”, – აცხადებენ ვაკის რაიონის გამგეობაში.