სამგორის რაიონში, რამდენიმე მისამართზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

806

სამგორის რაიონში, რამდენიმე მისამართზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის ცნობით, მასშტაბური პროექტი ხორციელდება ქინძმარაულის ქუჩაზე, სადაც 6 400 კვ.მ ფართობი მოწესრიგდება, დაიგება გზა და მოეწყობა ტროტუარი.

ამასთან, სამუშაოები უკვე დასრულდა გუმათჰესის ქ. N7-N9-სა და იდუმალას ქ. N6-N4-ის მიმდებარედ, სადაც 2 200 კვ.მ ფართობი მოწესრიგდა. გზასა და შიდა ეზოებში ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო ტროტუარები და ბორდიური.

მათივე ინფორმაციით, ქვემო სამგორში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების მიმართულებითაც. კერძოდ, მოსკოვის გამზირზე N36 კორპუსის მიმდებარედ, წყალარინების ქსელი სრულად შეიცვალა. ამჟამად კი, წყალარინების ქსელის მოსაწესრიგებლად სამუშაოები მოსკოვის გამზირის N36 დ და N36 გ კორპუსების მიმდებარედ მიმდინარეობს.