სამგორის რაიონში, რამდენიმე მისამართზე, სკოლებთან მისასვლელი გზები და ეზოები მოწესრიგდა

684

სამგორის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, სასწავლო წლის დაწყებამდე სხვადასხვა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა.

კერძოდ, ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონში, N176 საჯარო სკოლის ეზოში ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო და მოეწყო ბორდიური. აღნიშნულ მისამართზე მოწესრიგდა 2 460 კვ.მ ფართობი.

ასევე, ვარკეთილის ზემო პლატოზე, N182 საჯარო სკოლის ეზო და მისასვლელ გზაც მოეწყო. სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდა 1 000 კვ.მ ფართობი.

ამასთან, ქვემო სამგორში, N131 საჯარო სკოლასთან მისასვლელი გზა და ეზო მოეწყო, სადაც ასფალტის საფართან ერთად, ბორდიურებიც გაკეთდა. ხოლო, სასწავლო წლის დაწყებისთვის, დიდ ლილოში N217 საჯარო სკოლის ეზოც რეაბილიტირდა.