მთაწმინდის რაიოში, ოქროყანის გ ზონაში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, მირზა გელოვანის ჩიხებში ასფალტის ახალი საფარი 8 000 კვ.მ ფართობზე იგება.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, გამგეობა გზების რეაბილიტაციას, თბილისს შემოერთებული ტერიტორიების, კიდევ 4 ქუჩაზე ახორციელებს.
გზის კეთილმოწყობის სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, მოადგილეებთან ერთად ადგილზე გაეცნო.