ვარკეთილში რამდენიმე მისამართზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

910

ვარკეთილი 3-ის მესამე მიკრორაიონში, რამდენიმე მისამართზე საგზაო სამუშაოები დასრულდა.

გამგეობის ცნობით, ასფალტის საფარი N310, N311 და N313 კორპუსების მიმდებარედ, 900 კვ.მ ფართობზე დაიგო. მოწესრიგდა მესამე მიკრორაიონის N307 და N308 კორპუსების მიმდებარე ეზოც.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად, საგზაო სამუშაოები მესამე მიკრორაიონის N321 კორპუსის მიმდებარედ სრულდება, სადაც ასფალტის საფარი 500 კვ.მ ფართობის ეზოში იგება.

ასევე, მათი თქმით, უახლოეს დღეებში N322 კორპუსის ეზოც მოწესრიგდება, სადაც ასფალტის საფარი 550 კვ.მ ფართობზე დაიგება. აღნიშნულ მისამართებზე ასფალტის საფართან ერთად, მოეწყობა ბორდიურიც.