გლდანის რაიონში, ხევისპირის ქუჩაზე და მუხიანის მესამე მიკრორაიონში, N151 ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის საფარს აგებენ. სამუშაოების ფარგლებში, უკვე მოეწყო ბორდიური.
გამგეობის ცნობით, ასფალტის საფარი მუხიანში 1 400 კვ.მ ფართობზე, ხოლო ხევისპირის ქუჩაზე 2 500 კვ.მ ფართობზე დაიგება. აღნიშნულ სამუშაოებს შპს „როუდ სოლუშენი“ ახორციელებს.
“მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ეტაპობრივად, არაერთ მისამართს მოვაწესრიგებთ“, – განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ.