მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში ქალაქი მარტვილი, ნახარებაო, საელიაო, ნალეფსაო და ქვაითი, ჯამში 1 258 აბონენტი გაზიფიცირდება.
პროექტის ღირებულება 4 467 846 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „ექსპრესს სერვისი 208“ აწარმოებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, ქალაქ მარტვილში გაზიფიცირების სამუშაოები საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაფინანსებით ხორციელდება.