კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში საკორინთლოსა და ახალშენში წყალსადენის ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, სასმელი წყლის ქსელის მილსადენი – 1 700 გრძივ მეტრზე სატუმბ სადგურამდე და რეზერვუარამდე ლაგდება.
“ქსელიდან მიერთებები 60 ოჯახზე განხორციელდება, რაც მათ სოციალურ პირობებს გააუმჯობესებს.
წყალსადენის სამუშაოები საკორინთლო – ახალშენას მიმართულებით გზის სრულ მოასფალტებამდე დასრულდება”, – აცხადებენ კასპის მერიაში.
აღნიშნული სამუშაოებს შპს “მშენებელი” ახორციელებს, პროექტის ღირებულება 260 000 ლარია.