გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია: წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე 2019-20 წლებში 500 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

737

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მსხვილი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტები ქუთაისში, ურეკში, ზუგდიდში, აბაშაში, ჭიათურაში, ჯვარსა და ფოთში მიმდინარეობს, რომლის დასრულების შედეგად სტაბილურ წყალმომარაგებაზე დამატებით 430 000-ზე მეტი ადამიანი გადავა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, წყალმომარაგების მიწოდება 50 000-მდე ადამიანს გაუუმჯობესდება, პროექტებისთვის კი 228 147 171 მილიონი ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას BM.ge ავრცელებს.

ასევე წლის ბოლოსთვის დაიწყება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მასშტაბური სამუშაოები მარნეულში, გუდაურსა და თელავში. 2019 წელს კი კომპანია სამუშაოების მოცულობის არეალის გაზრდას აანონსებს, რაც სამტრედიაში, ხაშურში, ვანში, სტეფანწმინდასა და ბაღდათში სისტემების გამართვას გულისხმობს.

ქვეყნის მასშტაბით, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით 2019-2020 წლებში 500 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

დღეის მდგომარეობით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის არეალი ქ. თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა, 57 ქალაქსა და 315 სოფელს მოიცავს.