MDF: ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

946

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული მოიცავს ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელი დაახლოებით 8 კილომეტრი ასფალტო-ბეტონის საფარიანი გზის რეაბილიტაციას მოიცავს. ასევე, არსებული წყალგამტარი მილების გაწმენდას. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

“პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივები და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სტუმრები უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებენ.

გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობას ახორციელებს”, – აცხადებენ მუნიციპალურ განვითარების ფონდში.