საგარეჯოში, აღმაშენებლის ქუჩაზე, დაზიანებული ტროტუარი და ცხაური შეაკეთეს

744
ქალაქ საგარეჯოში, აღმაშენებლის ქუჩაზე,  დაზიანებული ტროტუარები და ცხაურები შეაკეთეს.

როგორც საგარეჯოს მერიაში აცხადებენ, დავით აღმაშენებლის №30-ში – ტროტუარზე წარმოქმნილი იყო ორმო, რომლის გვერდითაც დაზიანებული იყო ცხაური, რომელიც მოქალაქეთა გადაადგილებას აფერხებდა.

მერიის ცნობით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა პრობლემის მოგვარება თავის წარმომადგენელს ქალაქ საგარეჯოში სოსო მარხვაშვილსა და შპს „საგარეჯოს“ დაავალა.

“ორმო, სადაც წვიმიანი ამინდების დროს მოზრდილი გუბე დგებოდა, ამოივსო და მოსწორდა. მასთან ერთად, შეკეთდა დაზიანებული ცხაურიც”, – აცხადებენ მერიაში.