კრწანისის რაიონში, ორთაჭალის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

604

კრწანისის რაიონში, ორთაჭალის N61-ში საგზაო სამუშაოები დასრულდა.

გამგეობის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, 49 გრძივ მეტრზე მოეწყო წყალარინების ქსელი და აღნიშულ ტერიტორიაზე ასფალტის ახალი ორფენიანი საფარი 238 კვ.მ- ზე დაიგო.

“საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კრწანისის რაიონში სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს”, – აცხადებენ გამგეობაში.