ახალციხის მერიაში 13 ვაკანტურ პოზიციაზე 188 განაცხადი შევიდა

563

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი, საბუთების გადარჩევა დასრულდა. 13 პოზიციაზე შესული 188 განაცხადიდან 75 შეირჩა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის მერია კონკურსს სამხედრო აღრიცხვების, ასევე, ინფრასტრუქტურისა და იურიდიულ სამსახურებში სპეციალისტების, მერის წარმომადგენლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციებზე აცხადებდა.

ყველაზე მეტი, 22 განაცხადი ახალციხეში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე შევიდა.

საკონკურსო კომისია შერჩეულ 75 აპლიკანტთან გასაუბრებებს გამართავს. თუმცა, ჯერ თარიღი განსაზღვრული არ არის.

ახალი თანამშრომლები ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით შეირჩევიან.