ხობში ჭყონდიდელის ქუჩის მიმდებარედ ნაპირდამცავი ჯებირი მოეწყო

1160

ქალაქ ხობში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიწმინდა არხი და მოეწყო ნაპირდამცავი ჯებირი.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ღირებულება 64 617ლარია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ, 2017 წლის 24 ივლისის, N1543 განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტში წყალდიდობის დროს დაზიანებული ობიექტების (გზები, ხიდები, ხიდ-ბოგირები და ნაპირდამცავი ჯებირები) აღსადგენად მილიონ ნახევარი ლარი გამოყო.

შესრულებული სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის, ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქმშენებლობის განყოფილების უფროსმა გიგა დანელიამ დაათვალიერეს.