ქალქ დუშეთში რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში, ისტორიული უბნების ურბანული განახლება ზაფხულის ბოლოს დაიწყება.
პროექტის ფარგლებში 40 სახლის რესტავრაცია და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია იგეგმება. ამასთან, შესრულდება ფასადური სამუშაოები, მოეწყობა გარეგანათებები, ტროტუარები და ბორდიურები.
აღნიშნულ სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
ლევან ზაუტაშვილის განცხადებით, დუშეთის ეს ნაწილი ქალაქის მოსახლეობითვის ისტორიული და კულტურული ღირებულების მატარებელია. სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებული უბნები, ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის, ატრაქციის მნიშვნელოვანი ცენტრი გახდება.
პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.