ცნობილია კომპანია, რომელიც ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაციას ჩაუტარებს

966

ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში კომპანია “ინდიკომ“ გაიმარჯვა. სამუშაოების შესრულებას საავტომობილო გზების დეპარტამენტს კომპანია 9,6 მილიონ ლარად სთავაზობს, რაც ტენდერი საწყის ფასთან შედარებით 900 ათასი ლარით ნაკლებია. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.

თუკი შერჩევა/შეფასების ეტაპს “ინდიკო“ წარმატებით გადალახავს, მასთან ხელშეკრულება გაფორმდება. კომპანიამ გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 9 თვეში უნდა დაასრულოს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს “ინდიკოს” 100%-იანი წილი იოსებ გადელიას ეკუთვნის.

ამასთან, აღნიშნული კომპანია 2017 წელს პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარიც გახდა.