შალიკაშვილების სახელობის სამხედრო მუზეუმი გურჯაანის მუნიციპალიტეტს გადაეცა

946

ძმები შალიკაშვილების სახელობის ქართული სამხედრო მუზეუმი გურჯაანის მუნიციპალიტეტს გადაეცა. ინფორმაციას კახეტის ხმა ავრცელებს.

მუზეუმში 2 700-ზე მეტი ექსპონატია დაცული. ამათან, როგორც გურჯაანის მერიაში აცხადებენ, დაგეგმილია სამხედრო მუზეუმის რეაბილიტაცია.

“უახლოეს პერიოდში გურჯაანის დასვენების პარკის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლის ფარგლებშიც, ასევე, მუზეუმშიც ჩატარდება სარემონტო სამუშაოები. ამ ეტაპზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მოლაპარაკებებს აწარმოებს თავდაცვის სამინისტროსთან ექსპონატების გადმოცემასთან დაკავშირებით”, -განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მუზეუმში დაცულია ძმები შალიკაშვილების პირადი ნივთები, ჯილდოები, მათთვის სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურთა მიერ საჩუქრად გადაცემული ნივთები, გენერალ გიორგი კვინიტაძის პირადი არქივის ნაწილი, საქართველოს სამხედრო წარსულთან დაკავშირებული დოკუმენტური და ფოტო მასალები.