ვერაზე, კერესელიძის ქუჩაზე, ქვაფენილიანი გზის კაპიტალური მშენებლობა მიმდინარეობს.
ამორტიზებულ რიყის ქვის გზას, რომელიც რამდენიმე ათეული წელია არ შეკეთებულა, ბაზალტის ქვის გზა ჩაანაცვლებს, რაც რელიეფურად რთულ სავალ ნაწილზე მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველჰყოფს.
“საგზაო სამუშაოების ფარგლებში, 1000 კვ.მ-ზე არსებული რიყის ქვის დემონტაჟი და ბაზალტის ახალი ქვაფენილის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ასევე, ხორციელდება მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება”, – აცხადებენ მთაწმინდის რაიონის გამგეობაში.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „ლატი+“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 125 032 ლარია და კერესელიძის ქუჩის რეაბილიტაცია ერთ თვეში დასრულდება.