ქობულეთის სოფელ გვარას წყლის ახალი რეზერვუარი ექნება

362

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ გვარას წყლის ახალი რეზერვუარი ექნება. გვარას მოსახლეობას პრობლემა წლებია აწუხებს, რაც არაერთხელ გახდა ადგილობრივების პროტესტის მიზეზი. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

პროექტის დასრულების შემდეგ კი 60-მა ოჯახმა წყალი შეუფერხებლად უნდა მიიღოს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს”სთოუნმა“, ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის ვადაში, ლითონის 45 000 ლიტრის ტევადობის წყლის ავზი უნდა დაამონტაჟოს.

სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 20-ათასი ლარი გამოიყო.