სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაცია საქართველოს 2.83 მლნ ევროს გამოუყოფს

994

წინა სტატია

საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის საქართველო სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციისგან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ, სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მმართველმა დირექტორმა მაგნუს რისტედმა და ინვესტიციების უფროსმა მენეჯერმა ხელი მოაწერეს სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს.

შეთანხმების ფარგლებში, NEFCO საქართველოს გამოუყოფს 2,83 მილიონ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის რეგიონალური ფონდიდან (E5P) ქვეყანა გრანტის სახით 1,87 მილიონ ევროს მიიღებს.

პროექტის მიზანია, საქართველოში საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის კუთხით ღონისძიებების განხორციელება, რაც გულისხმობს პროექტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ და საგანმანათლებლო შენობებში განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების დანერგვას. აღნიშნულ პროექტს აქვს მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი, ასევე, ხელს უწყობს ქვეყანაში ენერგოეფექტურობის სტანდარტების გაუმჯობესებას და ენერგო დამოუკიდებლობის გაზრდა.

პროექტის განხორციელება ნავარაუდებია 2018-2020 წლებში. ამ ეტაპზე ჩატარებული შესწავლის საფუძველზე, მოიაზრება შემდეგი ქალაქები და რეგიონები: თბილისი, რუსთავი, ქართვლი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, გურია და სამეგრელო.

პროექტს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.