ახალციხეში, რაბათის დასახელებაში, ცენტრალური ქუჩის მარცხენა ტროტუარზე თუ გაივლით ციხისძირის ქუჩაზე იქნებით, მარჯვენა ტროტუარზე გავლისას კი ათონელის ქუჩაზე აღმოჩნდებით. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
რატომ არის ერთი ქუჩა სხვადასხვა დასახელების ადგილობრივებმა არ იციან, თუმცა ვარაუდობენ, რომ ციხისძირი ამ ქუჩას გეოგრაფიული მდგომარეობის გამო დაარქვეს.
„მართლა ციხის ძირშია, ახალციხის ციხე ზემოდან გადმოყურებს, ალბათ ამიტომ დაარქვეს ერთ მხარეს ციხისძირი, მეორე მხარეს ათონელი“, – ამბობს ციხისძირის ქუჩაზე მცხოვრები სონა ლომსაძე.
ერთი ქუჩის, ორი დასახელების შესახებ იციან ისტორიკოსებმაც, თუმცა, როდის და რატო დაერქვა ერთ, ქუჩას ორი სახელი არ იციან.
ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ამ ქუჩების დასახელების შეცვლის საკითხი ამ დროისთვის დღის წესრიგში არ დგას: „შევისწავლით და შემდეგ გადავწყვეტთ როგორ მოვიქცეთ“.