ქუთაისში, თბილისის ქუჩის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

661

ქუთაისის მერია თბილისის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. ელექტრონული ტენდერის პირობების მიხედვითსამუშაოების ღირებულება 1 057 801 ლარია. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

ტენდერის პირობების თანახმად, კომპანიამ უნდა მოაწყოს ა/ბეტონის საფარით უნდა მოაწყოს თბილისის ქუჩის, თბილისის ქუჩის პირველი, მე-2 და მე-4 ჩიხები, იქ ასევე უნდა გაკეთდეს ღვარსადენი. ამასთან, თბილისის ქუჩის ა/ბეტონის საფარით გზის მოწყობის (ღვარსადენთან ერთად) სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 961 021 ლარს, ხოლო თბილისის ქუჩის I,II,IV ჩიხების ა/ბეტონის საფარით გზის მოწყობის (ღვარსადენთან ერთად) სამუშაოების ღირებულება კი, ჯამში, 96 780 ლარს.

პროექტის მიხედვით, ქუჩა ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებზე. სატენდერო წინადადებების მიღება 12 მაისს  იწყება და 17 მაისს სრულდება.

გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემთხვევაში,  სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 5 დღეში უნდა დაიწყოს.  კომპანიას სამუშაოების შესრულებისათვის 4 თვე ექნება.

სამუშაოების 95 %-ს ცენტრალური ბიუჯეტი, 5 %ს კი ადგილობრივი თვითმმართველობა აფინანსებს.