ზუგდიდში ყინულის მოედნის რეკონსტრუქციაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

1014

წინა სტატია

ყინულის მოედნის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვაზე ზუგდიდის მერიამ ტენდერი ისევ გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად ამჯერადაც 407 ათას 830 ლარია. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

დაგეგმილი სამუშაოები გულისხმობს ყინულის მოედნის ანძური განათების და გაყინვის სისტემის მოწყობას. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოებზე საგარანტიო ვადა 3 წელია.

ამავე პირობებით ტენდერი ივნისშიც გამოცხადდა, თუმცა ვერ შედგა.

ყინულის სახლის რეკონსტრუქციისთვის ზუგდიდის საკრებულო 387 ათას 453 ლარის გამოყოფას 1 ივნისის სხდომაზე დაუჭირა მხარი .