ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილა სპეციალურმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე, 3 ახალგაზრდას საზღვარგარეთ გამგზავრების ხარჯები დაუფინანსა.
ზუგდიდის მერიის ცნობით, კომისიის გადაწყვეტილებით, თსუ-ს პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრანტს, გიორგი გობეჩიას, რომელიც ბრიუსელსა და ჰააგაში საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმზე სპიკერადაა მიწვეული გამგზავრების ხარჯები დაუფინანსდა.
გერმანიაში გამგზავრების ხარჯი დაუფინანსდა GLG-ის ზუგდიდის ფილიალის VII კლასისი მოსწავლეს ლუკა თოდუას, რომელიც გერმანიაში გაცვლითი პროგრამით მიემგზავრება.
საზღვარგარეთ გამგზავრების ხარჯი დაუფინანსდა, მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეს, ჭადრაკში საქართველოს ორგზის ჩემპიონს 9 და 11 წლამდე ჭაბუკთა შორის, ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეს ნიკოლოზ შამათავას. ნიკოლოზი პოლონეთში მიემგაზვრება საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად.