კრწანისის რაიონში, ფონიჭალის დასახლებაში, რუსთავის გზატკეცილის N38/40 ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი 2 100 კვადრატულ მეტრზე დაიგება, მიმდებარე ეზოებში კი, ბორდიური მოეწყობა.
სამუშაოებს, რომელიც შემდეგი კვირის ბოლოს დასრულდება, შპს „სკინჩი“ ასრულებს.