ბათუმი-ქედის მონაკვეთზე დაზიანებულ ასფალტის საფარს, კიდევ ერთი პრობლემა შეემატა – არ არის აღდგენილი ის ზღუდარები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ავარიებისას ზიანდება. ზოგიერთ შემთხვევაში კი წითელი ლენტებითაა ჩანაცვლებული. როგორც იცით აღნიშნული ე.წ. მოაჯირები ასრულებს დამცავ მთავარ ფუნქციას, შესაბამისად მნიშვნელობაც მაღალია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
რაც შეეხება ასფალტის საფარს, ჯერ- ჯერობით სრული მოწესრიგება არ იგეგმება, შესაბამის უწყებებში ამბობენ, რომ ბუნებრივი აირის მილების გაყვანისას დაზიანებულ მონაკვეთებს შესაბამისი კომპანია აღადგენს.
ასევე, მათი თქმით, მძიმე ტექნიკის გადაადგილებით დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა არა, თუმცა, მათი წონის კონტროლი გეგმაშია.