ბორჯომის მუნიციპალიტეტის რვა სოფელში და ქალაქის სამ ქუჩზე სკვერებს, ატრაქციონებსა და სპორტულ მოედნებს მოაწყობენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სოფელ სადგერსა და ტაძრისში სკვერების რეაბილიტაციისთვის 50 000 ლარი გამოიყო. ატრაქციონები და სპორტული მოედნები მოეწყობა დაბა წაღვერში, ანდეზიტში, ტიმოთესუბანში, ბეშეთში, კორტანეთში, ტაბაწყურში, ასევე ქალაქ ბორჯომში მესხეთის, რუსთაველის, ხანძთელისა და ფალიაშვილის ქუჩებზე.
„ბიუჯეტში, ჯამში, ასათვისებელი იყო 5 600 000 ლარი. ამიტომ ახლა ამ თანხას გავხარჯავთ“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი.